დემოკრატიის ლაბორატორია ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანია დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია, მთავარი ფოკუსი - ახალგაზრდები, მედია და ინოვაციური პროექტები. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, გარკვეულწილად თავად წარმოადგენს დემოკრატიის ლაბორატორიას, რომელსაც ძლიერ, ევროპულ დემოკრატიად ქცევისთვის ახალი იდეები და ექსპერიმენტები სჭირდება.
დემოკრატიის ლაბორატორია ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და გაძლიერება წარმოადგენს, მთავარ ფოკუსს კი ახალგაზრდები, მედია და ინოვაციური პროექტები.
ორგანიზაცია 2015 წელს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები არიან ჟურნალისტები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები საქართველოს სხვადასხვა ტელეკომპანიიდან და მედიასაშუალებიდან, რომლებსაც მედიისა და კომუნიკაციის სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვთ.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, გარკვეულწილად თავად წარმოადგენს დემოკრატიის ლაბორატორიას, რომელსაც სჭირდება ახალი იდეები და ექსპერიმენტები, იმისთვის, რომ უკეთ დანერგოს უკვე გამოცდილი და მყარი ღირებულებები და იქცეს ძლიერ ევროპულ დემოკრატიად.
ქართველების თვალით დანახული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია საკვანძო დოკუმენტია კაცობრიობის ისტორიაში. მის შედგენაში წვლილი შეიტანა სხვადასხვა წარმომავლობისა და გამოცდილების ადამიანმა მსოფლიოს ყველა კუთხიდან. 1948 წლის 10 დეკემბერს დეკლარაცია მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, როგორც საერთაშორისო აქტი და ადამიანის უფლებების ყველასათვის საერთო სტანდარტი. დეკლარაციაში გამოცხადებულია 30 ძირითადი უფლება და თავისუფლება, რომელიც ყველა ადამიანზე უნდა ვრცელდებოდეს.
ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ციტირებადი დოკუმენტი, რომლის ტექსტი თარგმნილია 500-ზე მეტ ენაზე. ამ მულტიმედიურ პლატფორმაზე თავმოყრილია დეკლარაციის 30 მუხლის ვიდეო-ვერსიები, რომლებშიც საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ. პროექტი შეიქმნა 2018 წელს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
მისი ინიციატორები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „დემოკრატიის ლაბორატორია, DemLab“ თანამშრომლობით.
„გაიცანი პანკისი“ - პროექტი ხეობის შესახებ არსებული სტერეოტიპების დანგრევასა და პანკისელი ახალგაზრდების გააქტიურებას ისახავდა მიზნად. პროექტი დემოკრატიის ლაბორატორია სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებდა.
პროექტის ფარგლებში პანკისის ხეობაში მოქმედი ექვსივე სოფლის სკოლის მოსწავლეებმა (ომალოს, დამასტურის, დუისის, წინუბნის, ჯოყოლოს, ბირკიანის) გამართეს მასშტაბურ გამოფენა. სტუმრად მისული საზოგადოება გაეცნო ადგილობრივი სამზარეულოს, ენასა და ტრადიციულ სამოსს ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი ნამუშევრებით.
გამოფენის მომზადებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა პროექტის ფარგლებში გამართული სასწავლო კურსის დახმარებით მიიღეს.
ახალი თაობის არტისტების პასუხი ტრავმულ წარსულზე - წიგნი რომელიც აფხაზეთიდან დევნილი 12 არტისტის მეხსიერების ბარათებისგან შედგება, საერთო ტრავმის ხელოვნების ენაზე გააზრების მცდელობაა. წიგნის ავტორი თეა კალანდიაა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 1992 წლის 14 აგვისტოს, როცა ომი დაიწყო, ის 23 წლის იყო. ახლა 49 წლისაა და პირველად, 25 წლის შემდეგ მიუბრუნდა აფხაზეთის თემას. წიგნის პერსონაჟები და ამავდროულად ავტორები არიან ახალი თაობის არტისტები, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს ბავშვები იყვნენ. ანუნა ბუკია, პაპუნა პაპასქირი, ვინდა ფოლიო, ზურა ჯიშკარიანი, კახა კინწურაშვილი, ლადო ფოჩხუა და სხვ.
14 გიგაბაიტი არის აფხაზეთის მოვლენების ახლებური თხრობა. ტრავმის რეპრეზანტაცია. „მე“-ს აწმყოში გააზრება. წარსულის აწმყოსა და მომავლის პირისპირ შეყრა. 1 გიგაბაიტი, წიგნის ერთი თავი - „შენ“ - ცარიელია. მათთვის, ვინც ჯერ ვერ შეძლო ამაზე საუბარი. წიგნი არის მათზე, ვინც წყენა, მარტოობა, შიში და ტკივილი ხელოვნებად აქცია და დევნილობის დღეებს აზრი შესძინა.
"გონება პარაშუტივითაა, არ მუშაობს თუ არ გახსნი!" დემოკრატიის ლაბორატორიისა და აშშ-ის საელჩოს პროექტი ParaShoot - ს მიზანი, სოციალური საკითხების წინ წამოწევა და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენა იყო.
ParaShoot-ში მონაწილეობას მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერებისგან შემდგარმა 20 გუნდმა მიიღო. მათ 72 საათი ჰქონდათ იმისათვის, რათა დაეგეგმათ, გადაეღოთ და დაემონტაჟებინათ მოკლე ფილმი სოციალურ თემაზე და ასევე ჰქონდათ ამბიცია, რომ მათი ნამუშევრის შედეგად სულ ცოტა ერთი პარაშუტი მაინც გაიხსნება.
ჟიურიმ გამარჯვებული ფილმები ორ კატეგორიაში გამოავლინა: პროფესიონალების კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა KC, დისკრიმინაციის თემაზე შექმნილი ფილმით - Definitions, მოყვარულების კადეგორიის გამარჯვებული გახდა გუნდი ჯონსონები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თემაზე შექმნილი ფილმით - როქი.
მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საქართველოში პირველი კოსმოსური ჰაკათონი ჩატარდა. ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსური მასშტაბის იდეების და ამ იდეების ავტორი ახალგაზრდების წახალისება იყო, ჟიურის თავმჯდომარე კი ნასას ასტრონავტი ქალი ჰაიდი ფაიფერი, რომელიც საქართველოს რამდენიმედღიანი ვიზიტით ეწვია.
ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაცია იყო. მასში მონაწილეობა შეეძლოთ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. დავალება კი ასეთი იყო: შეექმნათ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ადამიანს მარსზე გადასახლებამდე, გადასახლებისას ან გადასახლების შემდეგ გამოადგებოდა და თავს ისე აგრძნობინებდა, როგორც საკუთარ სახლში. პროექტი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერითა და ინიციატივით არასამათავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიამ განახორციელა.
პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა “ყველგან ყოველთვის”, პროექტისთვის, რომელიც ციანობაქტერიების დახმარებით მარსზე ჟანგბადის გამომუშავებას ითვალისწინებდა. მეორე ადგილი გუნდმა Case, მესამე ადგილი კი გუნდი Smartian -მა დაიკავა.
მე, აქტიური მოქალაქე - პანკისელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც დემოკრატიის ლაბორატორია პანკისის ხეობის 5 სოფელი, 6 სკოლას და 120 მონაწილეს ესტუმრა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად სკოლების ბიბლიოთეკები წიგნებით მოვამარაგეთ, უფროსკლასელებს კი თანამედროვე ლიტერატურა დავურიგეთ. მწერალი გიორგი კეკელიძე მოსწავლეებს აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობაზე მხატვრული ლიტერატურის ჭრილში ესაუბრა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარები რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებაც. დასკვნით ეტაპიზე მოსწავლეები თბილისში შეიკრიბნენ, სასურველ სტუმრებთან მათივე შერჩეულ თემებზე სასაუბროდ. შემაჯამებელ ღონიძიებაზე საჯარო ლექციები წაიკითხეს ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ფეხბურთელმა, დავით მუჯირმა და კონსტიტუციონალისტმა დიმიტრი გეგენავამ.
“მე, აქტიური მოქალაქე” ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ყოველწლიური კონკურსი საქართველოს სკოლების უფროსკლასელებისთვის, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს კონსტიტუციის პოპულარიზაციაა. ტარდება 2016 წლიდან პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით. 2016-2017 წლის განმავლობაში პროექტში ჩაერთო 500-ზე მეტი სკოლა, 3000-ზე მეტი მოსწავლე და 600-ზე მეტი მასწავლებელი.
კონკურსი იმართება საქართველოს ყველა რეგიონსა და დედაქალაქში და ხელს უწყობს მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს უმაღლესი კანონის შესახებ მოქალაქეების ცოდნის გაღრმავებას, ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის და დემოკრატიული მმართველობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოების ინტერესის გაზრდას და ინფორმირებას ქვეყნის კანონმდებლობისა და მოქალაქეთა უფლებების შესახებ.
კონკურსის გამარჯვებული გუნდი მიემგზავრება ევროპაში, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ლეპტოპები და პლანშეტები.
საგანმანათლებლო პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის. განხორციელდა კომპანია “ტაქსიფაის” ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, თავდაცვის სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით.
პროექტის ფარგლებში 32-მა ახალგაზრდამ 3 თვის განმავლობაში მიიღო ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების 3 სხვადასხვა მიმრთულებით. (ლეგორობოტიკა, littlebit, ვებდეველოპმენტი) სასწავლო კურსის შედეგად შეიქმნა კონკრეტული პროდუქტები და მოეწყო სპეციალური გამოფენა.
გადაცემათა ციკლი საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ეთერში, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ინფორმირებას ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერის კონკრეტული შედეგების შესახებ. ხორციელდება დემოკრატიის განვითარების ფონდთან (CDD) ერთად ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.
პროექტი მოიცავს 18 გადაცემას, რომელთაგან თითოეული ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას ეთმობა. პროექტის “საქართველო ევროპულ ოჯახში” პარტნიორები არიან - სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის მთავარი მიზანი საარჩევნო აქტივობის მნიშვნელობის პოპულარიზაციაა. ჩატარდა 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით. საქართველოს 200-ზე მეტი სკოლის მოწავლეებმა და მასწავლებლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.
კონკურსის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლების მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეორგოლები საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ, საკუთარ რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარეს საინფორმაციო კამპანიები. შექმნეს პლაკატები და ბანერები თემაზე “შენი ხმა, ჩვენი მომავალი”, გაიარეს ტრენინგი ხმის მიცემის პროცედურასთან და საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით.
კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრა იტალიაში, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა ესტონეთში იმოგზაურა.